ქუთაისში „აგრობარათების“ დარიგება მიმდინარეობს

 ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო და „აგრობარათების“ დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და „ლიბერთი“ ბანკის იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი ვახტანგ დონდუა, „ლიბერთი“ ბანკის ქუთაისის ფილიალში „აგრობარათების“ დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.
,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ წელს, იმერეთის რეგიონში 164 292 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის 115 553 ბენეფიციარს დაურიგდა ორი სახის ბარათი: სასოფლო-სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი – ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით) და „აგრობარათი“ (სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად), რომელზეც დარიცხულია 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები