თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის ორი მცირეწლოვანი მოქალაქე დაშავდა

რუსეთის ორი მცირეწლოვანი მოქალაქე, რომელიც იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამენტში ამ დრომდე რჩება.
როგორც „კვირას“ იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში რუსეთის ორი მოქალაქე – 9 წლის ბიჭი და 3 წლამდე ასაკის გოგო მოათავსეს.
საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსის თამარ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შედეგად, პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
ჩეჩელაშვილის თქმით,  2 წლის და 6 თვის გოგონას სახის, ფეხისა და ხელის რბილი ქსოვილის დაზიანებები მიიღო და მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 ავტომობლის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ რუსი ტურისტებიც. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები