ქუთაისში შენობიდან ბეტონის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა. თვითმხილველების განცხადებით,  ბეტონის კონსტრუქცია ბავშვს დაეცა და  დაიღუპა. შემთხვევის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც დაზიანება მიიღო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები