ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქეს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

  არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ აღმასრულებელი დირექტორი შეეცვალა. ამ თანამდებობაზე გიორგი საბანაძის ნაცვლად, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი დაინიშნა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „მოქალაქის“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 17 მარტს მიიღო. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის 23 იანვარს დააარსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები