ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. რაიონში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა.
დიდთოვლობის გამო, ქალაქში მრავალწლიანი ნარგავების დაზიანების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე.
შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ინტენსიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.
ადგილზე იმყოფება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე. სამაშველო და გამწვანების სამსახურების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც. გამგეობაში შექმნილია ცხელი ხაზი – 595 70 44 00; 599 85 63 74; 599 85 63 73;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები