ინდოეთში საქართველოს ელჩი ლევან ნიჟარაძე გარდაიცვალა

ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ნიჟარაძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის – მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ლევან ნიჟარაძე, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი, ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება სამშობლოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლიდან ლევან ნიჟარაძე ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლევან ნიჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები