წყალტუბოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ახალი წლის ღამეს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან აცნობეს, ხანძარმა საცხოვრებელი სახლის 150 კვ.მეტრი გაანადგურა. ცეცხლს ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ებრძოდნენ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები