თეა წულუკიანი: სასამართლომ ღიად გამოაჩინა თავისი სახე… სახე, რომელიც არაა ლამაზი

სასამართლომ ღიად გამოაჩინა თავისი სახე, სახე, რომელიც არ არის ლამაზი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ამ დღეებში, სასამართლომ, რომელიც 3 წელია უპირისპირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს, ღიად გამოაჩინა თავისი სახე, უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე. სახე, რომელიც არაა ლამაზი. გამოაჩინა ის, რომ მათ არც არასდროს სურდათ რეფორმები, რომლებიც მაინც გავატარეთ და არც ის რეფორმები სურთ, რომელიც პარლამენტში მაქვს უკვე შეტანილი. მათ არ სურდათ, რომ 2014 წლის აგვისტოს კანონით კეთილსინდისიერების კრიტერიუმი დავამატეთ მოსამართლისთვის აუცილებელ თვისებებს და ამიტომაც არ აქცევენ ამ კრიტერიუმს პრაქტიკაში ყურადღებას. არ სურთ ავტომატური განაწილების წესი და ამისთვის დღემდე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და სხვები არ ამზადებენ ელექტრონულად სისტემას, მაგრამ ჩვენ მაინც ვივლით წინ. რეფორმები ძველი დროის მოსამართლეებს რაც არ უნდა სურდეთ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მართლმსაჯულების ხელმძღვანელის აზრიც, რომელიც თავადაც გააკეთებს ალბათ კომენტარს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები