გიორგი კვირიკაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ტენდენციური განცხადებები კეთდებოდა

არასამთავრობო სექტორსაც მინდა ვთხოვო, მეტი ობიექტურობით, რეალური ინფორმაციისადმი მეტი სიღრმისეული წვდომით ჩაერთოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კითხვის, იზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას არასამთავრობოებთან დაკავშირებით, საპასუხოდ განაცხადა.
“იყო, მართლაც, ძალიან ტენდენციური განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარსულში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ არასამთავრობოების როლს ქვეყნის განვითარების საქმეში. ორი დღის განმავლობაში თქვენ არაერთი განცხადება მოისმინეთ ჩემი მხრიდან გამჭვირვალობის, თანამშრომლობისთვის მზაობის თვალსაზრისით. ყველაფერ ამის მერე მე არ ვარ მოვალე, დამატებითი კომენტარები გავაკეთო, თუმცა არასამთავრობო სექტორსაც მინდა ვთხოვო, მეტი ობიექტურობით, რეალური ინფორმაციისადმი მეტი სიღრმისეული წვდომით ჩაერთოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები