ნუკრი ქანთარია: ირაკლის ავტორიტეტი არ უნდა გაიფანტოს და ქვეყანას უნდა მოხმარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, ახალი პრემიერი ახალ იმედებსა და პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებულ მოლოდინებს ნიშნავს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქანთარიამ ღარიბაშვილის საქმიანობაზეც ისაუბრა.
„ირაკლის წასვლაზე მითქმა-მოთქმაა და თუკი უნდათ, ის ლეგენდად დარჩეს, მეც ამის მომხრე ვიქნები. ირაკლის ავტორიტეტი არ უნდა გაიფანტოს და ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ბატონო გიორგი, თქვენ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდეთ, მაგრამ მგონია, რომ ეს „შეაყარე კედელს ცერცვია“, თუმცა, თქვენ მაინც სცადეთ. თითოეულ ეჭვმიტანილთან სამართალი უნდა მივიდეს, დანარჩენი, ვინ რას მიირთმევს, ეს სხვა საქმეა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები