გიორგი კვირიკაშვილი: დანაშაულია ღია სივრცეში წამების კადრების გაშვება

ეს იყო საშინელება, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, წამების კადრების საჯადოდ ჩვენების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
შეკითხვის ავტორი, დეპუტატის მტკიცებით, კადრების ჩვენების ორგანიზებაში გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე იყო ჩართული.
“გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ეს პიროვნება იყო თუ არა ამ ჩვენებაში ჩარეული. ეს იყო საშინელება, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება. თავისთავად საშინელებაა ის, რომ ასეთი კადრები არსებობს ბუნებაში და რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობა გაგვაჩნია, მაგრამ, მით უმეტეს, დანაშაულია ღია სივრცეში ამ კადრების გაშვება და ჩვენება. თუ მე აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა არსებობდა, დამერწმუნეთ, ჩემი გადაწყვეტილებები შესაბამისი იქნება. მე ამას ამ ტრიბუნიდან გეუბნებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები