გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საჯაროდ მადლობა გადაუხადა
გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელ ფაქტს, რომელიც მოხდა ვაკეში. თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებს ბანკის დაყაჩაღების დროს. ჩვენმა თანამშრომლებმა, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, დამნაშავე დააკავეს. არ შემიძლია, სახელობით არ ვუთხრა მადლობა ჩემს თანამშრომლებს – ავთანდილ ებანოიძეს, დავით ჭანტურიას, თემურ ასანიძეს, კობა ჭულუხაძეს, გიორგი კოპალიანს და ბექა ბურდულს. ესენი არიან ნამდვილად გმირები, რომლებმაც შუაგულ ვაკეში უვნებლად, ისე რომ არავინ დაშავებულა, დააკავეს დამნაშავე. მადლობა მათ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.