გალერეა SFUMATO -მ სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ფოტოგამოფენას უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)

თანამედროვე ხელოვნების გალერეა SFUMATO საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ფოტოგამოფენას მასპინძლობდა.
ფოტოგამოფენა „თბილისური ფოტოისტორიები“ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და თბილისის სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა.
მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლები მონაწილეობდნენ. საგამოფენოდ სკოლების მიერ მოწოდებული 354 ნამუშევრიდან გალერეაში 100 გამორჩეული ფოტო გამოიფინა.
“საკონკურსო ფოტოებიდან ჟიურიმ შეარჩია ოცეული და საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები. ოცეულში მოხვედრილი მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დასაჩუქრდნენ. ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ სკოლებს ჩაერიცხებათ თანხა, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო რესურსების შესაძენად.
I ადგილი – 800 ლარი; II ადგილი – 600 ლარი; III ადგილი – 400 ლარი; IV ადგილი – 200 ლარი;
მონაწილე სკოლებიდან ოცეული ასე გამოიყურება:
1. პირველი კლასიკური გიმნაზია; 2. N 20 საჯარო სკოლა; 3. N 36 საჯარო სკოლა; 4. N 39 საჯარო სკოლა; 5. N 45 საჯარო სკოლა; 6. N 75 – 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის საჯარო სკოლა; 7. N 96 საჯარო სკოლა; 8. N112 საჯარო სკოლა; 9. N 115 საჯარო სკოლა; 10. N 120 საჯარო სკოლა; 11. N128 საჯარო სკოლა; 12. N 147 საჯარო სკოლა; 13. N 155 საჯარო სკოლა; 14. N 183 საჯარო სკოლა; 15. N 186 საჯარო სკოლა; 16. N 191 საჯარო სკოლა; 17. N 203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა; 18. N 215 საჯარო სკოლა; 19. სკოლა ლიცეუმი „ცოდნა” 20. ევროპული სკოლა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
1. ევროპული სკოლა – მოსწავლე ანი ჯაფარიძე; 2. N96 საჯარო სკოლა – მოსწავლე არმენ დარბინიანი; 3. N191 საჯარო სკოლა – მოსწავლე ქეთევან თაბაგარი; 4. N215 საჯარო სკოლა – მოსწავლე გიორგი მაკარაშვილი.
აღნიშვნის ღირსია ასევე, რომ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფედერაციამ განახორციელა მეტად მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირები. აქტივობების მნიშვნელობა განპირობებულია არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების ხელშეწყობის გამო, არამედ ის, რომ ტუნირებში ერთ გუნდად გამოდიოდა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. აღნიშნულის გარდა, მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა (პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი) და კარატეს საერთაშორისო ფედერაციის (პრეზიდენტი კახა ბასილია) მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში მოსწავლეებს შორის, რომელშიც 8 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა“,-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“; პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; „ირიდა ჯგუფი“;
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია გალერეა SFUMATO-ს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს თანადგომისათვის მადლობას უხდის.

1656284_1250106341672020_1457032345912670800_n
384243_1250106455005342_8804170222537999835_n
1621720_1250105735005414_842128775841946018_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები