რუსეთში პუტინის კალენდარი დაიბეჭდა

რუსეთში პრეზიდენტ პუტინის 2016 წლის კალენდარი გამოვა. მასზე ქვეყნის პირველი პირი თევზაობის დროს, სპორტულ დარბაზში და სამხედრო ფორმაშია გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ობოზრევატელი“ აქვეყნებს.
ასე, მაგალითად, მარტის თვის სურათზე პუტინი ყვავილებს ყნოსავს, ხოლო სურათის თავზე მისი სიტყვებია რუსი ქალების სილამაზის შესახებ. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, იქ პუტინი ქვეყნის სამხედრო სიძლიერეზე მსჯელობს. ნოემბრის ფოტოზე პუტინი ლეკვებთან ერთად არის გადაღებული და წერს, რომ „მას ძაღლებთან ძალზე თბილი ურთიერთობები აკავშირებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები