31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოში მოთოვს
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.
მათივე ინფორმაციით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა, ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.