მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

კომპანია „ტრანსფორდის“ დირექტორი აპალონ ბჟალავა მოსამართლე სულაკაძის შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით დღეს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამომძიებლთან იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ტრანსფორდის“ საჩივართან დაკავშირებით გასაუბრება შედგა.
კომპანია „ტრანსფორდმა“ მთავარ პროკურატურას საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით, მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით, 6 ნოემბერს მიმართა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების – “პრომეტკო ჯორჯიასა” და “ჯე-ეს-კოს” საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები