საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა 85 განცხადება განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 85 განცხადება განიხილეს.
სხდომას, დეპუტატების გარდა, უშუალოდ განმცხადებლები, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სააგენტოს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა კვირაში ორჯერ იმართება და საშუალოდ ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება. მისივე თქმით, განმცხადებლის მისამართით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტებიც ერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები