გიგლა აგულაშვილი: გვინდა კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენი მოვაწყოთ

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენი მოეწყობა. როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, არსებობს გეგმა, რომ ეროვნული სანერგე მეურნეობის დებულება შეიცვალოს და ის ეროვნულ სანაშენე მეურნეობად იქცეს.
„გვინდა, მოვაწყოთ კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენი. ასევე, გვაქვს გეგმა, რომ ეროვნული სანერგე მეურნეობის დებულება შევცვალოთ და ის ეროვნულ სანაშენე მეურნეობად ვაქციოთ. ასევე, ენდემური სახეობის რამდენიმე ფრინველის მომრავლებაც გვსურს. ისეთების, რომლებიც ბუნებაში პრობლემურია და შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშეც დგანან“, – განაცხადა აგულაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აღმოაჩინეს ე.წ. რომანოვის კალმახი, რომლის გამრავლებისთვის რესურსები გამოიძებნება.
„მიმდინარე წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, აღმოვაჩინეთ ის თევზი, რომელიც 20-25 წელია გადაშენებული გვეგონა. ეს არის ე.წ. რომანოვის კალმახი ტაბაწყურში. ახლა ვფიქრობთ, გამოვნახოთ რესურსები, რომ როგორმე ეს სახეობა გამრავლდეს“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები