მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს პარლამენტში ელოდებიან
მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს პარლამენტში ელოდებიან. მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებთან და პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში პირველი საათისთვის იგეგმება.
დღესვე გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით: ”ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” წარმოუდგენს.
პირველ ეტაპზე მთავრობის წევრებს კომიტეტების სხდომებზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მათთან შეხვედრა ცალ-ცალკე ჩანიშნული აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს.
მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას კენჭს ხვალ უყრიან.