გიორგი კვირიკაშვილი: ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ პარლამენტში

ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს.
“დღეს იყო პრიორიტეტი, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გაკრვევა შეუძლებელია. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში. დიდი იმედია, მანდატს მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ. დღესდღეობით კონკრეტიკით თქმა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები