დიმიტრი ქუმსიშვილი კვირიკაშვილზე: ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას

ვარ ბედნიერი, რომ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, გუნდი იქნება ძალიან წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ძალიან დიდი ხანია ვთანამშრომლობ ბატონ გიორგისთან. ძალიან დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ. ვარ ბედნიერი, რომ მასთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, გუნდი იქნება ძალიან წარმატებული”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, ბაკურიანში, კოხტას მთაზე განახლებულ საკურორტო ინფრასტრუქტურას გახსნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები