რა მოხდა წინასაახალწლო მორთულობის მონტაჟისას ჩოხატაურში – გამგებელი განმარტებას აკეთებს
სოციალურ ქსელში, ჩოხატაურში წინასაახალწლოდ დამონტაჟებული მორთულობის ფოტომ სახალისო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფოტოზე ჩანს, რომ მორთულობაზე 2016 წლის ნაცვლად 201 წელი წერია.
“კვირა” გაუგებრობის მიზეზის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. როგორც გამგებელი აცხადებს, მორთულობა დამონტაჟების პროცესში იყო, რა დროსაც აღნიშნული ფოტო გადაიღეს და გაავრცელეს. “მორთულობისთვის მხოლოდ 6 –იანის დამზადება მოგვიწია ამ წელს, რადგან 2-იანი,0-იანი და 1 -იანი წინა წლებში იყო დამზადებული და წლების მიხედვით იცვლება ბოლო ციფრი, როცა მორთულობაზე “2016“ დავიტანეთ – 6 -იანის ფერი დანარჩენი ციფრების ფერისგან ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა, ამიტომ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მოხსნეს, რათა 6-იანის ფერი ზუსტად დამთვხეოდა დანარჩენი ციფრების ფერს. ამის შემდეგ მორთულობაზე 6 -იანიც დამონტაჟდა. პროცესს დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. როგორც ჩანს, ფოტო ამ მონაკვეთშია გადაღებული მითქმა-მოთქმის განზრახ გამოწვევის მიზნით“, – აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა.
მისივე თქმით, ჩოხატაურში საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის განათება დღეს საღამოს იგეგმება.