მოსკოვში ქალმა ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო და თავი მოიკლა

მოსკოვში ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო და თავი მოიკლა. რუსეთის დედაქალაქის საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, ტრაგედია ნოვოჩერიომუშკინსკაიას ქუჩაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ორი და მეტი პირის მკვლელობის“ მუხლით. სამართალდამცველები ვარაუდოებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ქალის მძიმე დეპრესია გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები