თბილისის მერია ფოტოკონკურსს – “ახალი წელი თბილისში” აცხადებს

თბილისის მერია ფოტო-კონკურსს – “ახალი წელი თბილისში” აცხადებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა თემატურად ახალ წელთან დაკავშირებული ფოტოები გადაიღონ და განათავსონ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ახალი წელი თბილისში.
ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი ფოტოგრაფებით ( გურამ წიბახაშვილი, მარი ნაკანი, ბესო გულაშვილი), გამოავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს.
პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა – 1500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს – 1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 500 ლარი. “კონკურსი 25 დეკემბერს დაიწყება და საკონკურსო ნამუშევრების მიღება 7 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული 14 იანვარს გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში, სადაც გამოიფინება როგორც გამარჯვებული, ასევე სხვა საკონკურსო ნამუშევრები”, – აცხადებენ მერიაში.
კონკურსის წესებიდან გამომდინარე, მომხმარებელმა ფოტო უნდა ატვირთოს საკუთარ გვერდზე ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში ატვირთული ფოტო უნდა იყოს საჯარო ( Public ) ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა კონკურსანტები ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი მასალა არის საკუთარი ნამუშევარი.
არ არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის ან ერთეულის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. ფოტო გადაღებული უნდა იყოს თბილისში და თემატურად უკავშირდებოდეს ახალ წელს. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ თბილისის მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები