სირიაში ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა
სირიაში ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფების „ისლამის არმიის“ ერთ-ერთი ლიდერი ზახრან ალუში მოკლეს. ის დამასკოს სიახლოვეს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. ამბოხებულების ინფორმაციით, მათი პოზიციები რუსულმა ავიაციამ დაბომბა. ალუშის დაღუპვის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სირიულმა მედიამაც დაადასტურა.
დამასკოს სიახლოვეს „ისლამის არმია“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფებაა. მიმდინარე წლის მაისში ზახრან ალუში აცხადებდა, რომ მის დაჯგუფებაში 17 ათასი ადამიანი შედის.