გიორგი ალიბეგაშვილი ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა. საკრებულოს თავმჯდომარეს ჯილდო ოლიმპიური ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
ორდენები და მედლები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ,ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ და იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებმაც ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზებას შეუწყვეს ხელი.
დაჯილდოება სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. საზეიმო ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.