რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხა. სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ინალ არძინბა ოდესაში სეპარატიზმის გაღვივებაში დაადანაშულა. როგორც ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სააკაშვილის განცხადებებს „რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
მისი თქმით, სააკაშვილის ბრალდებები ინალ არძინბასა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის მისამართით „დაუსაბუთებელია და მხოლოდ რაღაცა ფანტაზიებზეა აგებული“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები