რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

 რუსეთში, კაპუსტინ იარის დასახლებასთან მდებარე პოლიგონიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლის“ საცდელი გაშვება მოხდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ცდების მიზანი ბალისტიკური რაკეტის პერსპექტიული საბრძოლო უზრუნველყოფის გამოცდა იყო. საწვრთნელმა საბრძოლო ნაწილმა ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე საწვრთნელი მიზანი გაანადგურა.
როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს პოლიგონი უნიკალურია ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელად. მისი ხელსაწყოები უახლესი რაკეტების გამოცდის საშუალებას იძლევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები