ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. კაკაბაძე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც აქციაზე ლევან მურუსიძის მიმართულებით შეიგინა. ხოლო გუნავა კაკაბაძის დაკავების გაპროტესტების და პოლიციისთვის, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გამო დააკავეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები