ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო.