ინდონეზიაში ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

ინდონეზიის სანაპიროებთან ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 63-მდე ადამიანი, 15 -ს კი მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-ზე მეტი მგზავრი გადაარჩინეს.
ტრაგიკული შემთხვევა შაბათს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორანზე 122 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები