თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია. ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ნაძალადევისა და სამგორის რაიონებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, სააკაძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძის, კამალოვის, გულრიფშის, კიკნაძის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, საჭილაოს, წიკლაურის, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის და ჩაქვის ქუჩების მცხოვრებლებს (1 327 აბონენტს).
სამგორის რაიონი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, სადგური ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს (117 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები