პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა (ვიდეო,ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
“არიან ადამიანები, რომელთაც მივბაძავთ და რომელთა საქმეებიც ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. პირველი ასეთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავაჯილდოვეთ, ქალბატონი ირინა ენუქიძეა. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი, ყველას შვილების დასაცავად გამოიყენა. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა კერძო ტკივილით ან ტრაგედიით და მთელ ქვეყანას ემსახურა.
მეორე არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში, აი, აქ დაიღუპა. გოგონა, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წავა ევროპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება – საქართველოს, მისი ქვეყნის თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა, 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება.
მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით, ვინც იზიარებთ ამ ემოციას, რომ მთავარი ღირებულებები ჩვენთვის არის უზენაესი და შესაძლოა, მათ ჩვენი სიცოცხლე შევწიროთ.
შეიძლება ყველგან ვერ შევძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ ამით ვერთიანდებით. მე მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონი მაროს შთამომავლებს, რომლებიც აქ ესწრებიან, მე მინდა მადლობა ვუთხრა დამსწრე საზოგადოებას, იუნკერების შთამომავლებს, რომლებიც აქ ესწრებიან. მე მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ ჯარს, რომელიც აქ არის. მინდა მადლობა ვუთხრა პირადად ანა დოლიძეს, რომლის იდეაც არის ეს და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან კარგი იდეა იყო. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ქართველს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლის გარანტი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ცერემონია ოქროყანაში გაიმართა, სადაც მარო მაყაშვილის შთამომავლები, იუნკერთა შთამომავლები, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ შეკრებილნი.

12400806_519317758236502_2101131540554207318_n

248553_519317461569865_1025983551373206058_n

261396_519317928236485_7565003832446447083_n

943869_519317478236530_3064161554437866077_n

995357_519318031569808_4229456344034381739_n

996698_519318024903142_1687670842038918489_n

1915717_519317698236508_2073702847776337066_n

1917153_519317828236495_5083922813600923621_n

1934785_519318021569809_8558789971272353994_n

1936479_519317568236521_1435293133995856579_n

10262264_519317501569861_3690263806755645919_n

10398061_519317824903162_8307683116653280201_n

10426805_519317601569851_2162492938590925281_n

10606098_519317924903152_1861398188348177560_n

10609432_519317948236483_4523810299244350843_n

10632819_519317861569825_7680755584482618967_n

12241246_519317558236522_4703707030871970856_n

12376807_519317681569843_7066532982201712014_n

12400439_519317484903196_419746805708286498_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები