დავით უსუფაშვილი: ბრიუსელიდან ისევ კარგი ამბავი მოვიდა
ბრიუსელიდან ისევ კარგი ამბავი მოვიდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბელგიის პარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების ფაქტს.
როგორც რიგგარეშე სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა, ბელგია ევროკავშირის ქვეყნებიდან 28-ე, ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია დასრულებული არ ჰქონდა და მან ეს პროცესი დაასრულა.
ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, თუმცა ოფიციალურ ჟურნალში ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება. ბელგია ევროკავშირის წევრი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული. ბელგიის მიერ რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება უკვე სრულად შევა ძალაში.