სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

კომისიის წევრებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა. მან კოლეგებთან ერთად იმ პროექტებზე იმსჯელა, რომლებიც 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომდევნო წელს უნდა განხორციელდეს. შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს ის სამუშაოები, რომლებიც 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე წელს სხვადასხვა უწყებამ განახორციელა.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები