მანანა კობახიძე: ბატონი ირაკლი, სადაც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობისას საქართველოსთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
“ბატონი ირაკლი, სადაც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებები ელოდება მას.
ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ ერთად, როგორც თანამებრძოლებმა, რეჟიმთან ბრძოლაში. იყო ძალიან მაღალი ნდობა მის მიმართ და ის, რომ თანამდებობა არ იყო მისთვის მთავარი. ესეც კარგად განმარტა თავად მან. იყო ბევრი წარმატება როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით, მაგრამ მან ჩათვალა, რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ შესაძლებელია ადამიანმა თანამდებობა დატოვოს, მე ვისურვებდი, რომ ის იყოს აქტიური და დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად იქნება წარმატებული, ზუსტადაც რომ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ნებისმიერ პოზიციაზე. თუმცა ვამბობ, რომ ჩემთვის დასანანია მისი წასვლა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.