ბელგიის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. თუმცა ოფიციალურ ჟურნალში ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება.
ბელგია ევროკავშირის წევრი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული. ბელგიის მიერ რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება უკვე სრულად შევა ძალაში.
ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თხოვნით მიმართა. მათი შეხვედრა პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) ფარგლებში გაიმართა.