შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას – ნოდარ ხადურის განმარტება
შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას, – ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური კომენტარს არ აკეთებს.
“დაველოდოთ კოალიციის პოლიტსაბჭოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს”, – განუცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გუშინ გადაგა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეუწყდათ.