საკრებულოში „ქართული ღვინის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“-ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და პროფესიულმა ჟიურიმ წარმოდგენილი 1000-ზე მეტი ღვინის სახეობიდან საუკეთესოები 16 კატეგორიაში შეარჩია.
გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური პრიზები საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გადასცეს. დღესვე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამი ადამიანი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაარსებული ღვინის ორდენით დაჯილდოვდა.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.