ელისო ჩაფიძე: ხვალ, სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატი დასახელდება

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან და ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა.
დეპუტატი ელისო ჩაფიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ, როდის გაიმართება სესია, როდის შეგვეძლება ახალი მთავრობის და პრემიერის არჩევა. გვქონდა ასევე საუბარი, უნდა მოესწროს თუ არა ახალი მთავრობის არჩევა 31 დეკემბრამდე და ასე შემდეგ. ხვალ კი, კოალიციის ფორმატში შევიკრიბებით და ალბათ იქ უკვე, სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატი დასახელდება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები