პაატა ბურჭულაძემ „იავნანას“ ხელმძღვანელობა გურამ ახალაიას გადააბარა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მან ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელობა გურამ ახალაიას გადააბარა.
რაც შეეხება ფონდ “ ივერიისას“, როგორც ბუჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას გამგეობა გააგრძელებს. “ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელობა გადავეცი გურამ ახალაიას, თუმცა ვრჩები გამგეობის წევრად და ფონდის აქტიურ მონაწილედ. რაც შეეხება ფონდ „ივერიისას“ , უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გააგრძელებს გამგეობა და ქტიტორთა საბჭო. მე მთლიანად გადავერთვები ფონდის საქმიანობაში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძემ მომავალი წლისთვის დაგეგმილი ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა.