მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, სამართალდამრღვევმა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაიტანა რცხილის და წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი შეადგინეს.