ბათუმში დეპუტატი და მოქალაქე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ხმაურის ფონზე წარიმართა.
შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განსხვავებული მოსაზრებების გამო, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დავით ბაციკაძეს და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც ჯელალ ქიქავამ განაცხადა, ბულვარის ახალი კონცეფცია მის გაყიდვას ნიშნავს.
“აშტერებენ ბათუმელებს, ბენდუქიძემ გაყიდა საქართველოს ქონება, მაგრამ ბულვარს არ შეეხო. ასლან აბაშიძე არ ეხებოდა ბულვარს, სააკაშვილმა გაზარდა ბულვარი. ესენი კი, „ბომჟები“ მოვიდნენ უფულოდ, ხაბაძეს მიყიდეს ქონება ერთ ლარად, დღეს კი ორ მილიონად იყიდება”, – აღნიშნა ჯელალ ქიქავამ.
ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა იმ მიზეზით, რომ მათთვის შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები