ლევან ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად

ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი, დანარჩენი არის მისი პირადი ბედი, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომერად ვერ ხედავს. “მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომერად, რადგან ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებსაც. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბევრი საუბარია, თუ სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არის მისი პირადი ბედი. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები