თამაზ მეჭიაური: სხვა მინისტრთა კაბინეტი გვეყოლება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურებთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ ვერსიების დონეზე აქვს.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სხვადასხვა კანდიდატურები განიხილება, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილის.
“მთავრობაში ცვლილებები იქნება, რადგან თვითონ პრემიერი იცვლება. აქედან გამომდინარე, სხვა მინისტრთა კაბინეტი გვეყოლება. თითოეულ მინისტრს ეს როგორ შეეხება არ ვიცი. მხოლოდ ვერსიების დონეზე მაქვს სხვადასხვა კანდიდატურის შესახებ ინფორაცია. ყველაზე ხშირად კვირიკაშვილზე საუბრობენ, მაგრამ დამტკიცებული ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.