24-25 დეკემბერს თბილისის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
24-25 დეკემბერს თბილისის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
“24-25 დეკემბერს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.