ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მსოფლიო მედია ეხმაურება
საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მსოფლიო მედია ეხმაურება. “მოულოდნელი ნაბიჯი”, – ასე იწყება სააგენტო REUTER-ის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას თაობაზე დაწერილი სტატია. სააგენტო აღნიშნავს, რომ სატელევიზიო მიმართვაში ექსპრემიერს მიზეზები არ დაუსახელებია.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ასევე წერს Associated Press. ავტორის თქმით, პრემიერი ორწლიანი მმართველობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადადგა, იმ დროს, როდესაც მმართველი კოალიცია ცდილობს, საკუთარი პოპულარობა გაზარდოს. რადიო “თავისუფლების“ ევროპული ბიურო კი წერს, რომ ეს იყო უეცარი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ახალი პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ასევე ეხმიანება გერმანული Deutsche Welle.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.