“ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და მიზანი, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებია”

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და მიზანი, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებია, – ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ია ანთაძე პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს.
მისი ინფორმაციით, სახელისუფლო გუნდს სათავეში ბევრად დაბალანსებული ადამიანი ჩაუდგება, რომელსაც უარყოფითი რეიტინგი, პრაქტიკულად, არ გააჩნია.
„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და მიზანი, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებია. სახელისუფლო გუნდს (არა მხოლოდ მთავრობას) სათავეში ახალი პრემიერი ჩაუდგება – ბევრად დაბალანსებული ადამიანი, რომელსაც უარყოფითი რეიტინგი, პრაქტიკულად, არ გააჩნია. დადებითი რეიტინგის, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი“, – წერს ია ანთაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები