მიხეილ სააკაშვილი ოდესაში კორუფციის წინააღმდეგ მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ და რეფორმების ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ანტიკორუფციულ ფორუმზე განუცხადა.
„იმედი მაქვს, ჩვენ მივალთ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია ფართო არაპარტიული მოძრაობის შექმნა რეფორმების გასატარებლად. ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა ან რაიმე ლიდერისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ეს იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ანტიკორუფციული ფორუმი კიევში მიმდინარეობს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთივე ღონისძიებები შემდეგ ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში და სხვა ქალაქებში გაიმართება. პირველი ფორუმი დეკემბრის დასაწყისში ოდესაში ჩატარდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინის განახლება იწყება.