თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა გლდანის, ვაკის, მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს და დიღმის რაიონების მცხოვრებლებს შეეხებათ.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, თავისუფლების მოედნის, ერეკლე მეორეს მოედნის, პურის მოედნის, სოფელ ოქროყანის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, ჩიტაძის, ჭონქაძის, კრავეიშვილის, არსენას, მესხის, კოტეტიშვილის, ბესიკის, ვირსალაძის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ვეკუას, ხიდის, ფხოვის, ყიფიანის, გერგეთის, ასათიანის, მთაწმინდის, ბოტანიკის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ივერიის, გულიას, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ქიქოძის, თვალჭრელიძის, 9 აპრილის, დავითაშვილის, ამაღლების, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, წავკისის, ბოლო აღმართის, ჩაიკოვსკის, იაშვილის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თონის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, საადის, გორგასლის, სამღებროს, სალმის, ზდანევიჩების, შალვა დადიანის, მაჩაბელის, დიუმას, აბესაძის, ახოსპირელის, კუფტინის, საიათნოვას, კოჯრის, ვერცხლის და აბო თბილელის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს და დიღმის რაიონებიში, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელ დიღმის, სოფელ ჩალიპირების, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.